ურეკში უცხოელი ტურისტი დაიხრჩო

მამაკაცის გაუჩინარების შესახებ 112–ს მისმა მეუღლენ აცნობა
Sputnik

თბილისი - 10 ივლისი - Sputnik. ურეკში ზღვაში უცხოელი ტურისტი დაიხრჩო, იუწყება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ავარია ბათუმი-ქობულეთის გზაზე: დაიღუპა ტრაილერის მძღოლი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცბობით, 112-ში დაღუპულის მეუღლემ დარეკა და დახმარება ითხოვა. ის ყვებოდა, რომ მეუღლე ზღვაში ბანაობის დროს გაუჩინარდა. 

სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები იყვნენ ჩართულები.

მამაკაცის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.