„ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს – მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. იცით, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ეს გზა საკმაოდ დატვირთულია და გვინდა, რომ ლისიდან ჩამოსასვლელი კიდევ ერთი ახალი პროექტი განვახორციელოთ, რომელიც „ვეფხვისა და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება. პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ახალი გზის მშენებლობას დაახლოებით შვიდი თვე დასჭირდება.