გურჯაანში ვენახები იწვის

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik

თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ვენახები იწვის, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 10 ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზეა გავრცელებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.