ყვითელი ამბები

„ვერ ვიჯერებ, ტყუპებს ჰგავხართ“ – ეკა კახიანმა ნინისთან ულამაზესი ფოტო გამოაქვეყნა

ნინი და ეკა ფოტოსესიებში ერთად ხშირად მონაწილეობენ, მაგრამ ეს უკანასკნელი განსაკუთრებულად  დაგამახსოვრდებათ.
Sputnik

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დედა-შვილი ხმის ტემბრით, სამსახიობო ნიჭითა და სტილითაც კი გამოირჩევიან. ყველამ კარგად იცის, რომ ეკა კახიანს სამი შვილი ჰყავს – ნინი, ანასტასია და ქეთევანი, მაგრამ განსაკუთრებით ნინი ბადურაშვილის მიმართ ყურადღება არ ნელდება. ის სატელევიზიო სახეა, ახლა უკვე ტელეწამყვანიც და მისი ნებისმიერი ნაბიჯი ინტერესს იწვევს.

სულ ცოტა ხნის წინ ეკა კახიანმა საკუთარ Instagram-ზე ნინისთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც დახვეწილი დედა-შვილი ერთად პოზირებს. რასაკვირველია, ვარსკვლავების ერთობლივმა გამოჩენამ დიდი ხმაური გამოიწვია.
უპირველეს ყოვლისა, ხალხი დაინტერესდა ეკა კახიანის "ახალგაზრდობის ელექსირით" და, რა თქმა უნდა, კომპლიმენტებიც არ წყდება. „ქალბატონო ეკა, ახალგაზრდობის საიდუმლოს ხომ ვერ გაგვიმხელთ?“, „შვილი საოცრება, დედაზე სიტყვებიც ზედმეტია!“, „ყველაზე მეტად ეს დედა-შვილი მიყვარს...“ – გულახდილად წერენ ფანები.