განათლების მინისტრის მოადგილის სიტყვით გამოსვლისას ბანერი ჩამოვარდა – ვიდეო

ინციდენტი მოხდა ბათუმში, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსის მშენებლობის პრეზენტაციაზე.
Sputnik

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე ბანერის დაცემას გადაურჩა, ინფორმაციას ტელეკომპანია Maestro ავრცელებს.

შემთხვევა კავკასიის უნივერსისტეტის ბათუმის კამპუსის მშნებლობის პრეზენტაციაზე მოხდა. ირინე აბულაძის სიტყვის გამოსვლისას ბანერი ჩამოვარდა. საბედნიეროდ, ბანერი დროულად დაიჭირეს და მინისტრის მოადგილე არ დაშავებულა.

ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი და სკოლა გაიხსნება. 1500 ადილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე და 500 მოსწავლეზე გათვლილი სივრცის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.