ავარია ბათუმი-ქობულეთის გზაზე: დაიღუპა ტრაილერის მძღოლი

ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ
Sputnik

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა და მძღოლი გარდაიცვალა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.

მაშველები და თვითმხილველი ადამიანები დაზიანებული სატვირთო ავტომანქანიდან მძღოლის გამოყვანას ცდილობდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.