თურქეთში 60 წლამდე ასაკის ქართველი ქალი მოკლეს

გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
Sputnik

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. თურქეთში 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე მოკლეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინფორუსთავი".

საშინელი ავარია თურქეთში, რომელსაც ერთი ქართული ოჯახის ორი წევრი შეეწირა

შემთხვევა ქალაქ ამასიაში, ქალის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში მოხდა.

გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. საცხოვრებელ ბინაში პოლიციამ ორი ცარიელი მასრა აღმოაჩინა.

მეზობლების თქმით, მათ გასროლის ხმა გაიგონეს და პოლიცია გამოიძახეს. მიმდინარეობს გამოძიება.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.