ყვითელი ამბები

„თიკა, ეს შენ არ შეგეფერება“- ვინ და რატომ  გააკრიტიკა ფაცაცია?

თიკა ფაცაცია კრიტიკის ქარ-ცეცხლში არასდროს ექცევა. საინტერესოა, რამ გააღიზიანა მისითაყვანისმცემლები? 
Sputnik

5 ივლისს ქართულმა ბომონდმა თავი მცხეთაში, დიზაინერ ბიჭოლა თეთრაძის 31-ე დაბადების დღეზე მოიყარა. ბიჭოლა საგანგებოდ, უკრაინიდან ჩამოვიდა და ე.წ "ანგელოზთა საღამო" მოაწყო, რომელზეც ყველას თეთრი სამოსი ეცვა. არც ქართველი წარმატებული მოდელი თიკა ფაცაცია აღმოჩნდა გამონაკლისი. მან დახვეწილი მოკლე თეთრი კაბა მოხდენილად მოირგო და გრძელი ტან-ფეხი გამოაჩინა.

თიკასგან ასეთი თამამი ნაბიჯი მოულოდნელი აღმოჩნდა საზოგადოებისათვის და მრავალ კომპლიმენტთან ერთად კრიტიკაც მიიღო.
„ყველასგან განსხვავებული, გამორჩეული და დახვეწილი ხარ!“
;„თიკა აღფრთოვანებას ვერ ვმალავ! დავდუმდი“;ყველაფერი გიხდება, ყველამ იცის, მაგრამ ასეთი მოკლე კაბა არ შეგეფერება“- თიკას გამომწერები აკომენტარებენ.