„ზუგდიდელები": ნებისმიერი კონფლიქტი გონებით და არა გინებით გვარდება

საზოგადოება „ზუგდიდელის" წევრები თვლიან, რომ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა სამარცხვინო სახე მიიღო.
Sputnik

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ზუგდიდის ცენტრში დღეს, დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. როგორც Sputnik–საქართველოს კორესპონდენტი იტყობინება ადგილიდან, აქციას საზოგადოება „ზუგდიდელის" და მეომართა კავშირის წევრები მართავენ, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ დედაქალაქში მიმდინარე პროცესების გამო.

„შეწყდეს საპროტესტი აქციები თბილისში და ლგბტ–თემის პროპაგანდა!" – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები. მათი თქმით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დედაქალაქში სამარცხვინო სახე მიიღო.

თბილისში ერთდროულად რამდენიმე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„რასაც ვუყურებ, ეს არის სირცხვილი. ვითხოვთ აქციებისა და ლგბტ–თემის პროპაგანდის შეწყვეტას. გვსურს ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური ცხოვრების რიტმს. ასევე მივმართავთ „ნაციონალურ მოძრაობას", ნუ თამაშობენ ქვეყნის ბედით. ჩვენ ჩატეხილი ხიდი უნდა აღვადგინოთ და, პირიქით, არ უნდა გავამწვავოთ პროცესები“, – ითქვა აქციაზე, რომელსაც ასამდე ადამიანი ესწრებოდა.

ზუგდიდელების თქმით, ნებისმიერი კონფლიქტი თუ გაუგებრობა არა გინებით და შეურაცხყოფით, არამედ გონებითა და აზროვნებით გვარდება.

ნიკა ლატარია