ლევან გორგაძე კვლავ არ არის ფორმაში - ზედიზედ მესამე წაგება ნაგოია ბაშოზე

ტურნირის მეოთხე დღეს ქართველი სუმოისტი დასავლეთის მესამე მაეგაშირას შეერკინება
Sputnik

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) იაპონიაში ნაგოია ბაშოზე ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.

მესამე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი დამარცხდა კომუსუბი რიუდენუსთან.

სულ უფრო ცხადი ხდება, რომ სრული ძალით ბრძოლაში ტოჩინოშინს ტრავმები უშლის. გასულ კვირაში ერთ-ერთ ვარჯიშზე გორგაძემ მხარი დაიზიანა. გარდა ამისა, ქართველ სუმოისტს მარჯვენა მუხლი აწუხებს.

შექმნილ ვითარებაში დიდია იმის ალბათობა, რომ ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულებას ვერ შეძლებს.

ტურნირის მეოთხე დღეს ქართველი სუმოისტი დასავლეთის მესამე მაეგაშირა დაიეისიოს შეხვდება. პირადი შეხვედრების ანგარიშია 5:1 ტოჩინოშინის სასარგებლოდ.

ნაგოია ბაშო 21 ივლისამდე გასტანს.