კვირცხალავა: ამან ამოატრიალა მთელი ჩემი ცხოვრება, ასე გიჟურად გადავწყვიტე ეს ამბავი

მსახიობი დავით კვირცხალავა საუბრობს იმაზე, რატომ გადაწყვიტა მსახიობობა.
Sputnik

„ჩემ ბავშვობაში იმართებოდა სასკოლო ოლიმპიადები, სადაც მე ვკითხულობდი ლექსს. პირველი ტაშის გემო მაშინ ვიგრძენი. ამის მერე ვერავინ  ვერ გადამაფიქრებინა მსახიობობა. ვნახე რობერტ სტურუას დადგმა „მზიანი ღამე“, რომელმაც ამოატრიალა მთელი ჩემი ცხოვრება. ასე გიჟურად გადავწყვიტე ეს ამბავი“, – იხსენებს დავით კვირცხალავა.

მსახიობის თქმით, მშობლები მის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ისინიც შეეგუენ შვილის მსახიობობას.