კულინარიული ჰოროსკოპი ქალებისთვის: საყვარელი მამაკაცის გემო-ვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ამბობენ, გზა საყვარელი მამაკაცის გულისკენ კუჭზე გადისო. თუ გსურთ მოხიბლოთ მამაკაცი მისი ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისად, უნდა იცოდეთ, რას ანიჭებს ის უპირატესობას საკვებში. ამაში ჩვენი ჰოროსკოპი დაგეხმარებათ.
Sputnik

ორი ადამიანის ურთიერთობა მრავალ ასპექტს მოიცავს. მათ შორისაა გასტრონომიული უპირატესობები, გემოვნება საკვებში. როგორც ამბობენ, სამზარეულოს ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება წყვილის ურთიერთობებში. შეიტყვეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას ანიჭებენ უპირატესობას ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცები.

ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძის საყვარელი კერძი

ცეცხლოვანი და მოუთმენელი ვერძი უარს არ იტყვის სწრაფ კვებაზე, რომელიც ცხარე და სხვადასხვა სანელებლითაა შეზავებული. ყოველდღიურ კერძებში წიწაკა ჩილი და ტომატის დიდი რაოდენობა ზედმეტი არ იქნება. ეს რომანტიკულ ვახშამზეც „წავა". სხვათა შორის, გაითვალისწინეთ, რომ ვერძს აუჩქარებელი სადილიც უყვარს სანახაობის თანხლებით...

კუროს საყვარელი კერძი

კურო ცნობილი გურმანია. მისი კონკრეტული წარმომადგენლის კულინარიული უპირატესობის გაგება ძალზე რთულია, მაგრამ შეუძლებელი - არა. კურო, ძირითადად, ტრადიციულ სამზარეულოს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა, ეგზოტიკური კულინარიული კულტურების ცალკეული ელემენტები მის გემოვნებას ნამდვილად დააკმაყოფილებს. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ კუროსთვის სუფრაზე მიტანილი კერძი ლამაზად უნდა იყოს წარმოდგენილი.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე

ტყუპის საყვარელი კერძი

ტყუპი დემოკრატიული და ცნობისმოყვარეა, უარს არ იტყვის, გასინჯოს რამე ახალი და მადისაღმძვრელად არომატული. სუნელები, საკმაზები - ეს თქვენი საიდუმლო იარაღია, თუ მისი მოხიბვლა გსურთ. ტყუპი დიდი სიამოვნებით გასინჯავს კერძს, რომელიც მის საყვარელ რომანში ან კინოფილმში ფიგურირებს. თუნდაც სულ უბრალო სადილს მიირთმევს გემრიელად, თუ მას რამე ინტრიგასთან ან საინტერესო საუბართან ერთად მიართმევთ.

კირჩხიბის საყვარელი კერძი

კირჩხიბს უბრალო საოჯახო საჭმელი უყვარს. ხანდახან ძვირფას რესტორანსაც სწორედ ამ პრინციპით არჩევს. თუ გსურთ, თქვენი რჩეული კირჩხიბის მოხიბვლა, სასხვათაშორისოდ იკითხეთ, რა უყვარდა ბავშვობაში, გადაიკითხეთ წიგნი გემრიელი და ჯანსაღი საკვების შესახებ. მისი გულის დაპყრობის გზაზე თქვენ ისწავლით ნამცხვრების, კოტლეტისა თუ უბრალო სუპის - უბრალო, მაგრამ შეუცვლელი კერძების გაკეთებას.

როდის და როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

ლომის საყვარელი კერძი

ლომს მხიარულება, ხმაურიანი ქეიფი და მეგობრების ყურადღება უყვარს. ეს მის კულინარიულ უპირატესობებშიც აისახება. თუ ლომის გულის მოგება გსურთ, შეისწავლეთ ხორციანი კერძების რეცეპტები, თუ ამინდი გაძლევთ შესაძლებლობას, გაემგზავრეთ მასთან ერთად ბუნებაში და მწვადზე იზრუნეთ. მწვადისთვის საუკეთესო „საწებელი" მეგობრების მხიარული კომპანია იქნება.

ქალწულის საყვარელი კერძი

მიღებულია აზრი, რომ ქალწულს მხოლოდ სასარგებლო და ჯანსაღი საჭმელი უყვარს. მაგრამ დროგამოშვებით ის სიამოვნებით მიირთმევს დესერტს, ტკბილეულსა და კალორიულ საკვებს. თუმცა, ქალწულს, რომელიც მუდამ სადღაც მიიჩქარის, ნამდვილად მოეწონება ოჯახური საჭმელ, რომელსაც სწორედ თქვენ მოამზადებთ და მასში დიდ მზრუნველობას ჩააქსოვთ. ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ქალწული აფასებს არა მხოლოდ გემოს, არამედ იმასაც, თუ ვინ მოუმზადა მას საჭმელი.

ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას

სასწორის საყვარელი კერძი

სასწორს ძალიან უყვარს შოკოლადი, დახვეწილი ღვინო, ასევე, უარს არ იტყვის მოდური კულინარიული სიახლის გასინჯვაზე. თუ თქვენს რჩეულ სასწორს ვახშამზე მიიწვევთ, აუცილებლად იზრუნეთ გარეგნულ ესთეტიკაზე - უზადო სერვირება, სანთლები, ლამაზი მუსიკა. კერძი სუფრაზე ბევრი არ უნდ აიყოს, მაგრამ ლამაზად და საზეიმო-მეფურად უნდა გამოიყურებოდეს. ყოველდღიურობაშიც ეს მისთვის მნიშვნელოვანია - თუნდაც უბრალო საუზმის დროს მორთეთ მისი თეფში თუნდაც მწვანილით.

მორიელის საყვარელი კერძი

მორიელს მოსწონს ცხარე და მწარე, მრავალმხრივი გემოსა და რთული არომატის მქონე საკვები. არავითარი დიეტური, სამარხვო - სწორედ ასეთი უნდა იყოს თქვენი კულინარიული დევიზი, თუ მორიელის მოხიბვლა გაქვთ გადაწყვეტილი. პიკანტური სოუსები, ხორცის კერძები, დესერტი - ასეთი გასტრონომიული პალიტრის წინაშე არც ერთი მორიელი არ დარჩება გულგრილი. ასევე, ბევრი მორიელია რამე საჭმელზე „დამოკიდებული". როცა მის საიდუმლოს შეიტყობთ, შეძლებთ კიდეც მისი გულის დაპყრობას.

როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

მშვილდოსნის საყვარელი კერძი

მშვილდოსანს მსოფლიოს ხალხთა სამზარეულოს კულინარიული ექსპერიმენტები იტაცებს. თუ თქვენს რჩეულს განსაკუთრებულად მოსწონს რომელიმე ქვეყანა ან ხალხი, მოგიწევთ სწორედ ამ ქვეყნისა და ხალხის სამზარეულოსთვის თვალის გადავლება. რა თქმა უნდა, ძნელია, სახლში სუშის მომზადება, მაგრამ დანაყრებული და ბედნიერი მშვილდოსნის ნახვა ამად ნამდვილად ღირს.

თხის რქის საყვარელი კერძი

თხის რქას ტრადიციები უყვარს და ეს მის გასტრონომიულ ჩვევებზეც აისახება. თუ სადღესასწაულო სადილს ამზადებთ, აუცილებლად ჩართეთ ტრადიციული კერძებიც. მას არ უყვარს ზედმეტად ცხიმიანი საკვები, მაგრამ სიამოვნებით მიირთმევს მსუბუქ და ნოყიერ საჭმელს. სოკო, თხილი, კაკალი და მწვანილი სასურველი დანამატებია თხის რქის როგორც ყოველდღიური, ისე სადღესასწაულო სუფრისთვის.

სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალებისთვის

მერწყულის საყვარელი კერძი

მერწყული სიამოვნებით გასინჯავს უცნაური გემოს მქონე კერძს, უყვარს სრულიად განსხვავებული კულინარიული ტრადიციების შერწყმა. სხვათა შორის, არც უარს იტყვიან პიკნიკზე ბუნებაში, თუნდაც საკვებად მხოლოდ ბუტერბროდები იყოს. მაგრამ უნდა იფიქროთ ბუტერბროდის მრავალფენიან შიგთავსზე, ამასთან, უნდა მოიფიქროთ დასვენების პროგრამა. კარგი იქნება, თუ პიკნიკი მეგობრების კომპანიაში ჩაივლის.

თევზების საყვარელი კერძი

თევზი არასდროს იტყვის უარს მსუბუქ და არომატულ სუპზე, ოჯახში მომზადებულ ნებისმიერ კერძზე. მათი მთავარი გასტრონომიული საიდუმლოა ის, თუ როგორ ატმოსფეროში ჩაივლის სადილი. აჯობებს, თუ იქნებით ორნი და თან საყვარელ ფილმს უყურებთ. თევზს მოსწონს კერძები რთული არომატებით, სხვადასხვა გემოს შერწყმით. ასევე, როცა რომანტიკული ვახშამია, უარს არ იტყვის ტკბილეულზე კონიაკთან ერთად, ან ხამანწკებზე - მაგრამ აუცილებლად სანთლის შუქზე და ლამაზი მუსიკის ფონზე.