„თავის დროზე, როცა ეს კანონი მიიღებოდა, იყო ფართო დისკუსია. ამ კანონის მიღება იყო ერთ-ერთი პირობა ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენი სტრატეგიული მიზანი და ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის სწორედ ევროკავშირში ინტეგრაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ამ მიზეზის გამო ანტიდისკრიმინაციული კანონი ვერ გადაიხედება და ვერ გადაისინჯება.