ჭყონია: სუიციდამდე ადამიანი მიდის თანდათანობით, მანამდე ამას ბევრი რამ მიგვანიშნებს

როგორ მივხვდეთ, რომ მოზარდს დეპრესია აქვს, ამის შესახებ საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე, ფსიქიატრი ეკა ჭყონია საუბრობს.
Sputnik

„უპირველეს ყოვლისა ყურადღება უნდა გავამახვილოთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. როცა სუიციდზე ვსაუბრობთ, გვინდა უშუალოდ მის ნიშნებზე ვისაუბროთ. თუმცა სუიციდამდე ადამიანი მიდის თანდათანობით. აქამდე არის ძალიან ბევრი რამ, რამაც შეიძლება მიგვანიშნოს იმაზე, რომ ადამიანს უჭირს. არსებობს ნიშნები, რომელთა საშუალებითაც უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანს სჭირდება სპეციალისტის დახმარება“, – ამბობს ჭყონია.

ფსიქიატრის თქმით, იმისათვის, რომ მოზარდს დავეხმაროთ სირთულეების დაძლევაში, პირველ რიგში აუცილებელია ოჯახის თანადგომა და მისი პატივისცემა.