დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 ივლისი

გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები
Sputnik

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში. 

კვირის ასტროპროგნოზი: 8–14 ივლისი და რეტრო–მერკურის გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

დღის დასაწყისში დაძაბული მომენტების თავიდან აცილება რთული იქნება. ჩნდება უთანხმოებები გარშემომყოფებთან, ბევრს მოუწევს საკუთარი საქმის გადადება სხვების გულისთვის, ვისაც დახმარება სჭირდება. არასასურველია ფინანსური საკითხების გადაწყვეტა - ადვილია გათვლებში მოტყუება.

დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად და სასიამოვნოდ ჩაივლის. ის საშუალებას იძლევა, დაამთავროთ დაწყებული საქმეები, წარმატებებს მიაღწევთ იქ, სადაც ადრე ბევრი ენერგია ჩადეთ. არ არის გამორიცხული სასიამოვნო შეხვედრები. ახლობლებთან შეხვედრა განწყობას აგიმაღლებთ.