ყვითელი ამბები

„ორი ნიჭიერების პიკი...“ – ანრი ჯოხაძე ნანი ბრეგვაძესთან ერთად მიფრინავს

მომღერალმა ანრი ჯოხაძემ ნანი ბრეგვაძესთან თვითმფრინავში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ნახეთ, როგორ გამოიყურება ქართული ესტრადის კაშკაშა ვარსკვლავი.
Sputnik

ინტერნეტში ნანი ბრეგვაძის ფოტოები აქტუალობას არ კარგავს.

ის სოციალური ქსელის მომხმარებელი არ არის, თუმცა საკმარისია რომელიმე ცნობილმა ადამიანმა ნანისთან გადაღებული ფოტო გამოქვეყნოს, წამში ქართული პორტალები აქტიურად იზიარებენ.
82 წლის ვარსკვლავი ასაკს არ მალავს და არც იმას, რომ მისი წლოვანება აღიზიანებს. ცდილობს ხშირად არ გაიმეოროს, თუ რამდენი წლისაა და, მიუხედავად ამისა, განუმეორებლად გამოიყურება.
ამბობს, რომ წითელი ტუჩსაცხი მუდამ ჩანთაში ან ჯიბეში აქვს.