ყვითელი ამბები

ანა სუბელიანი შეყვარებულია – ნახეთ ვინ არის მისი რჩეული

ანა სუბელიანი საზოგადოებას ერთი წლის წინ ღამის კლუბებში სპეცრაზმის შესვლის შემდგომ დაწყებული აქციებიდან ახსოვს.
Sputnik

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ მხარდამჭერი, რომელმაც საზოგადოებას თავი 9 აპრილის მემორიალზე განსაკუთრებული ენთუზიაზმით შესრულებული ცეკვით დაამახსოვრა, შეყვარებულია.

ანა სუბელიანი, რომელიც ტელეკომპანია Rustavi 2-ის გადაცემა „სხვა შუაღამის“ ერთ-ერთი წამყვანია, ამავე გადაცემის წამყვან შოთა დიმიტრიშვილზეა შეყვარებული.
წყვილი ურთიერთობას სოციალურ ქსელებში აღარ მალავს და ისინი ხშირად დებენ ერთობლივ ფოტოებს სხვადასხვა ლოკაციიდან.
ანა სუბელიანი საზოგადოებამ თამაზ ახობაძესთან ერთად იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის შემდეგ გაიცნო, როცა ისინი სამსახურში აღდგენას კანონიერად ითხოვდნენ.
ანა სუბელიანი წინა ხელისუფლების დროს, 2012 წლამდე სასჯელაღსრულების მაშინდელი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის გუნდში მოიაზრებოდა და სამინისტროში სოციალური მუშაკის მოვალეობას ასრულებდა, რომელსაც უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა პატიმრებთან, კერძოდ, არასრულწლოვნებთან.
ანა სუბელიანი წლების წინ პროექტ „ვარსკვლავების აკადემიაში“ მონაწილეობდა, რომლის დასრულების შემდეგ ცოლად ერთ-ერთ მონაწილეს ლევან დობაძიშვილს გაჰყვა. წყვილს საერთო შვილი ჰყავთ.