საპროტესტო ჭიდილი თბილისში: ფოტოქრონიკა მოვლენების ადგილიდან

Sputnik

რუსთაველის გამზირზე ღამემ მშვიდობიანად, მაგრამ მაინც დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეები დილამდე არ დაშლილან. იხილეთ „Sputnik საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ რა ხდებოდა პარლამენტის წინ.

ორშაბათს, საღამოს თბილისის სხვადასხვა ნაწილში ერთდროულად რამდენიმე საპროტესტო აქცია დაიწყო — სხვადასხვა მოთხოვნებით.

პარლამენტის წინ ტრადიციული ფასეულობების დამცველები შეიკრიბნენ, რომლებიც ლგბტ–საზოგადოების მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშს“ აპროტესტებდნენ.

ამით მათ ფაქტობრივად წაართვეს ადგილი იმ საპროტესტო აქციას, რომლის მონაწილეებიც 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. ამიტომ ისინი ასიოდე მეტრის მოშორებით დადგნენ.
მათ შორის იდგა პოლიცია, რომელსაც კორდონები ჰქონდა მოწყობილი.

კიდევ ერთი, რიგით მესამე აქცია ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ გაიმართა. იქ ლგბტ–საზოგადოების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მცირე მიტინგის შემდეგ კი ისინიც რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ.

მეოთხე აქცია უკვე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისის წინ გაიმართა, რომლის მონაწილეებიც გიორგი გაბუნიას სკანდალურ ეთერს აპროტესტებდნენ.

 

1 / 10
პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა
2 / 10
პოლიციამ ორ განსხვავებულ აქციას შორის კორდონი მოაწყო, რათა დაპირისპირება არ დაეშვა
3 / 10
აქციების მონაწილეები ტერიტორიულ პოზიციებს არ თმობდნენ
4 / 10
პოლიცია, აქციის მონაწილეების მსგავსად, ასევე მთელი ღამე მორიგეობდა ადგილზე
5 / 10
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ ტერიტორია გიორგი გახარიას მოწინააღმდეგეებს ჰქონდათ დაკავებული
6 / 10
უშუალოდ პარლამენტის შენობისწინა ტერიტორია კი ტრადიციული ფასეულობების დამცველებსა და ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებს ეკავათ
7 / 10
გართულებების თავიდან ასაცილებლად და სამი აქციის მონაწილეთა დასაშორიშორებლად, თავისუფლების მოედანზე დიდი რაოდენობით პოლიციელი და სპეცრაზმელი მორიგეობდა
8 / 10
ასე დაათენდათ თავს აქციის მონაწილეებს...
9 / 10
და მათ მახლობლად მყოფ პოლიციელებსაც
10 / 10
სამშაბათს აქციები კვლავ გაგრძელდება