ყვითელი ამბები

„ერთმანეთს ყველგან აკოცეთ“ – ნუკი კოშკელიშვილის ინტიმური გამოწვევა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი თაყვანისმცემლებს მეტი სითამამისა და მეორე ნახევრის დაუფარავი სიყვარულისკენ მოუწოდებს.
Sputnik

ნუკი კოშკელიშვილმა ებრაული წარმოშობის ამერიკელი მეუღლე ბენჯი ხაიმი ინტერნეტ-სივრცეში გაიცნო. 2015 წელს დროებით პირად ცხოვრებაზე საუბარი შეწყვიტა. სულ ცოტა ხნის შემდეგ კი სოციალურ ქსელში ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა და თაყვანისმცემლებს გაუმხილა, რომ მისი რჩეული ნიუ-იორკში მცხოვრები წარმატებული ექიმია.

მას შემდეგ ნუკი პირად ცხოვრებას, მეუღლესთან ურთიერთობას, თუნდაც თავისა და სხეულის მოვლას აქტიურად განიხილავს პირდაპირ ეთერსა და ვრცელ პოსტებში. 2018 წელს წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ოლივერ ნიკოლასი დაარქვეს.
როგორც ჩანს, პატარა ბიჭუნას გაჩენამ მათი ურთიერთობა კიდევ მეტად გააძლიერა და ნუკი ქმრის მიმართ სიყვარულს არსად მალავს და არ ერიდება საზოგადოებაში ემოციების გამოხატვას. ამას Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოც ამტკიცებს.
ცნობილმა ქართველმა მსახიობმა ფოტოს Kiss everywhere – „აკოცე ყველგან“ წააწერა, რითიც თაყვანისმცემლებს გულწრფელი და ჰარმონიული სიყვარულისკენ მოუწოდა.
ნუკის თაყვანისმცემლებში ამ პოსტმა პოზიტივი გამოიწვია და ხელმომწერებმა ემოციები ვერ დამალეს.
„სხვისი ბედნიერება როგორ მიხარია“, „ნუკი საოცრად პოზიტიური ხართ შენ და შენი ბიჭი“, „საოცარი წყვილი ხართ“.