ვაყენებთ საკითხს საქართველოში ფულადი გადარიცხვების აკრძალვაზე: დუმის დეპუტატის განცხადება

ამის თაობაზე სააგენტოს სათათბიროს ფრაქცია „ედინაია როსიას“ ხელმძღვანელმა სერგეი ნევეროვმა განუცხადა.
Sputnik

თბილისი, 8 ივლისის — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბირო აპირებს ორშაბათს საქართველოდან რუსეთში ღვინისა და წყლების იმპორტისა და აგრეთვე ფულადი გადარიცხვების აკრძალვის საკითხი განიხილოს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

ქმედება რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე ქართველს – „ქართული ოცნება“

მის თაობაზე სააგენტოს სათათბიროს ფრაქცია „ედინაია როსიას“ ხელმძღვანელმა სერგეი ნევეროვმა განუცხადა.

„ჩვენ დღეს სახელმწიფო სათათბიროს საბჭოზე დავაყენებთ საკითხს, შეწყდეს საქართველოდან ღვინისა და წყლების შემოტანა და ასევე აიკრძალოს ფულადი გადარიცხვები საქართველოს რესპუბლიკაში“, — განაცხადა ნევეროვმა.   

7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მკვეთრი ფორმით გამოხატეს რეაქცია „რუსთავი 2“-ის ეთერთან დაკავშირებით. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამები ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად და დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის გამოსვლას საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შეტანის მცდელობა უწოდა.