ყვითელი ამბები

„ჩემი დედოფალი ხარ“ – კესარია აბრამიძემ მოკლე „შორტში“ ფუმფულა უკანალი გამოაჩინა

კესარია აბრამიძე გახმაურებული ფოტოსესიის შემდეგ მოკლე „შორტით“ თაყვანისმცემლებს ანებივრებს.
Sputnik

ქართველი პირველი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე ექსპერიმენტებს არ უშინდება. პირიქით, ქალბატონებს თავის მოვლისა და ჩაცმულობის ხრიკებსა და საიდუმლოებებს უზიარებს. მეტიც, სულ ცოტა ხნის წინ მან მაკიაჟის პროფესიონალური კურსები გაიარა და დიპლომირებული ვიზაჟისტია.

გარდა იმისა, რომ სკანდალური ცხოვრება აქვს, გამომწვევი და სექსუალური ფოტოსესიებითაც გამოირჩევა. მისმა ბოლო ფოტოგადაღებამ ათასობით მოწონება, კრიტიკა და კომპლიმენტები დაიმსახურა. ფოტოზე კი ფუმფულა ფორმებით დახვეწილად პოზირებს.
საზოგადოება მიჩვეულია, როდესაც კესარიას საღამოს ან კლასიკურ კაბა აცვია,
იშვიათად იმოსება სპორტული ტანსაცმლით, მაგრამ ამ ფოტომ ყველას მოწონება დაიმსახურა და კესარიაც ხელმომწერებს უფრო და უფრო თამამ ფოტოებს უზიარებს და მორიგ სკანდალს არ უშინდება.