ყვითელი ამბები

„ეს რა მოიგონე?!“ – ირინა ონაშვილმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა

ყველასათვის საყვარელი მოდელი და დადებითი ადამიანი ირინა ონაშვილი საკუთარი გარეგნული ცვლილების შესახებ სიახლეს სოციალური ქსელით ავრცელებს.
Sputnik

საქართველოში რამდენიმე ხანია აფრიკული კულულების ტენდენცია არ წყდება. ფაქტობრივად ყველა სელებრითმა წვრილად დახვეული თმა მოირგო და მრავალი მიმდევარიც გაუჩნდათ. შორენა ბეგაშვილი, ანა კოშაძე, ლიკა კვარაცხელია, ნინო ელიავა – ეს ვარსკვლავების მცირე ჩამონათვალია. ირინა ონაშვილი ამ სიას რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და ნამდვილი ფურორი მოახდინა.

ირინა ონაშვილი უკვე მრავალი წელია იმ ქალებს შორისაა, რომელთა სილამაზეს ყველა ერთხმად აღიარებს. კარიერის დასაწყისში მისი გარეგნობა სხვადასხვა რეჟისორის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და რამდენიმე სარეკლამო ვიდეორგოლსა და კლიპებშიც გადაიღეს. საზოგადოების აღიარება კი მის საქართველო 2003-ის ტიტულმა „მის ტალანტმა“ მოუტანა.
2003 წელს დაწყებული კარიერა დღემდე წარმატებით ვითარდება. წელს ირინამ კავკასიის უნივერსიტეტში სადიპლომო ნაშრომი წარმატებით დაიცვა და, მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო კარიერაში პოპულარობით სარგებლობდა, არ მოდუნდა და სწავლა სხვა სპეციალობითაც განაგრძო. ამის შესახებ კი საკუთარ Instagram-ზე დაწერა: „ტუჩები ცოტა კი მოვიჭამე, მაგრამ მე ეს შევძელი! სადიპლომო ნაშრომი დაცულია“. აშკარაა, რომ ირინას ექსპერიმენტები არ უყვარს, მაგრამ ტვ „იმედზე“ რეალითი შოუში „ყველაზე ძლიერი“ მონაწილეობამ მასზე გავლენა იქონია და, გულშემატკივრების თქმით, იმიჯის შეცვლამ სულ სხვა ხიბლი შესძინა.
ვერავინ იტყვის, რომ ირინას ორი შვილი ჰყავს, ორი პატარა ვაჟი. დაუჯერებელია, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, მშობიარობის შემდეგ 25 კილოგრამი დაიკლო და ახლა თავს კომფორტულად გრძნობს.