ნახეთ, როგორ ამჯობინებენ ადამიანები ესკალატორზე ასვლას მუსიკალურ კიბეებს – სახალისო ვიდეო

მიუხედავად ესკალატორის კომფორტისა, ადამიანების 2/3 მუსიკას ირჩევს.
Sputnik

ავტოკომპანია Volkswagen-ის თანამშრომლები მთელი ღამე მუშაობდნენ იმისათვის, რომ დილით მეტროს მომხმარებლებისთვის სიურპრიზი დაეხვედრებინათ. კიბის ყველა საფეხური პიანინოს კლავიშების მსგავსი, მელოდიური საფეხურებით შეცვალეს და მასზე ფეხის დადგმისას საფეხურები მუსიკას გამოსცემდა. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანების 66%-მა ესკალატორზე ასვლას მუსიკალური კიბეებით ასვლა არჩია.