Rustavi 2–მა მაუწყებლობა შეწყვიტა

ტელეკომპანია Rustavi 2–ის შენობასთან ასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც მოითხოვენ ნიკა გვარამიასგან და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას
Sputnik

თბილისი,  8 ივლისი - Sputnik.  ოპოზიციური ტელეკომპანია Rustavi 2-ის გენერალური დირექტორ ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია მაუწყებლობას წყვეტს იმ დრომდე, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი არხის ჟურნალისტების უსაფრთხოება. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: „რუსთავი2“-ის ეთერის გამო მედიისადმი ნდობა შეიძლება დაიკარგოს

7 ივლისს, ტელეკომპანია Rustavi 2”-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის გამოსვლით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა. თბილისში თითქმის სამი კვირის განმავლობაში გრძელდება საპროტესტო აქციები, რომელიც ანტირუსული ლოზუნგებით და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს. თბილისში მიმდინარე ანტირუსულ რიტორიკაზე საპასუხოდ, მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა - ეს გადაწყვეტილება ძალაში ორშაბათს, 8 ივლისს შევა. ამავე დროს რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა შეწყვიტეს. 

Rustavi 2–მა მაუწყებლობა შეწყვიტა

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის შენობასთან ასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც მოითხოვენ ნიკა გვარამიასგან და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას და ამასთან,  ხელისუფლებისგან შესაბამისი ზომების გატარებას, რათა დაძაბულობის გაღვივება აღიკვეთოს.

„ახლა უკვე ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას ჩვენს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე. რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არ არის სპონტანურად შეკრებილ აქცია, არამედ ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული აქცია.ვიძლევი განკარგულებას, რომ მოიხსნას ყველა ჯგუფი პირდაპირი გაშუქებიდან. მიტომ ჩვენ ვწყვეტთ პირდაპირ ტრანსლაციას და ამ წუთიდან, ვიდრე არ იქნება სრული უსაფრთხოება უზრუნველყოფილი „რუსთავი2-„ის, ჩვენ საერთოდ ვაჩერებთ მაუწყებლობას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მანამდე ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში წამყვანის მხრიდან ადგილი ჰქონდა „თვითგამოხატვას“, თუმცა, აღიარა „წითელი ხაზის“ გადაკვეთის ფაქტი.

 „არის საკუთარი ფორმა, წითელი ხაზები, ასევე აუცილებელი გემოვნება და ზომები... არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას აზრის გამოხატვის ფორმას და მიიჩნევს, რომ ეს არ შეესაბამება არც აუდიტორიის, არც არხის მაღალ სტანდარტებს“, – განაცხადა ტელეკომპანიის დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

ტელეკომპანიის ეზოში ამ დრომდე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია.