ტრაგედია რუისთან: ავარიას სამი ადამიანი მათ შორის,  ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

გარდაცვლილები საქართველოს მოქალაქეები არ არიან
Sputnik

 

თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. თბილისი-სენაკი-ლესელიძის სოფელ  რუისის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა,  ხუთი კი მძიმედ დაშავდა. 

კახეთში ავარიისას ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა - მათ შორის ერთი მცირეწლოვანია

გავრცელებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც რვა ადამიანი იჯდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ სომხეთის მოქალაქეები – შუახნის ქალი და ორი არასრულწლოვანი.

ხუთი დაშავებული  კი სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარ ფაქტზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ის  276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,  რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდნ ათ წლამდე.