მსოფლიო დღეს

საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება

საბერძნეთში არჩევნებში მონაწილეობა, კონსტიტუციის თანახმად, სავალდებულოა
Sputnik

 

თბილისი, 7 ივლისი - Sputnik.  საბერძნეთსი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კვირას, დილით დაიწყო.

საარჩევნო უბნები  07:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე გაიხსნა. საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველადი მონაცემების გამოქვეყნებას საღამოს ცხრა საათის შემდეგ გეგმავს. 

როგორ დავსაქმდეთ საბერძნეთში ლეგალურად? პრაქტიკული რჩევები

ქვეყნის შსს–ს მონაცემებით, ამომრჩეველთა სიაში 9,9 მილიონი ადამიანია. კონსტიტუციის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა, თუმცა, არჩევნებში არმონაწილეობა რაიმე სახის სასჯელს არ ითვალისწინებს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც მმართველი პარტია „სირიზა“ ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხდა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, „სირიზამ“ შეიძლება ძალაუფლება დაკარგოს და ხელისუფლებაში კონსერვატიული პარტია „ახალი დემოკრატია“ დაბრუნდეს.