ყვითელი ამბები

როგორ აღნიშნა თბილისში ბიჭოლა თეთრაძემ დაბადების დღე - ფოტოდეტალები

დიზაინერი ბიჭილა თეთრაძე 31 წლის გახდა! როგორ, სად და ვის წრეში აღნიშნა იუბილე?
Sputnik

ცნობილი ქართველი დიზაინერი და ე.წ. „ბალიშების“ კოლექციის შემქმნელი აღარაა პატარა ბიჭუნა. საქართველოში თავის დამკვიდრებისა და ყურადღების მიპყრობის შემდეგ, უცხოურ მოდის ინდუსტრიაშიც წარმატებით გადაინაცვლა.  

პარასკევს, 5 ივლისს დიზაინერმა ბიჭოლა თეთრაძემ დაბადების დღე აღნიშნა. ქართული შოუ-ბიზნესისა და მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს 31 წელი შეუსრულდა! წვეულებამდე, ბიჭოლა უკრაინიდან საგანგებოდ ჩამოფრინდა, სადაც წლებია ცხოვრობს და მოღვაწეობს.

დიზაინერმა მცხეთაში არსებულ სასტუმრო Hotel Coste-ში  უამრავი ქართველი და უცხოელი სელებრითი დრესკოდით თეთრებში შემოსილი მოიწვია და ეგრეთ წოდებული „ანგელოზთა საღამო“ გამართა.

როგორც სჩანს, ბიჭოლა 31-ე დაბადების დღეს აქტიურად  გეგმავდა. ულამაზესი თეთრი ყვავილებით, დახვეწილი ფურშეტით, თეთრი ბუშტებით გავსებული ცისფერი აუზით, ჰარმონიული მზის ჩასვლითა და გემოვნებიანი მუსიკის თანხლებით დიდი ზეიმი გაიმართა. 

გრანდიოზულ დაბადების დღეზე მოწვეულ ქართველ და უცხოელ სტუმრებს შორის იყვნენ მომღერლები, მსახიობები, ტელეწამყვანები, დიზაინერები და პროდიუსერები.

ლელა წურწუმია, კახა მამულაშვილი, ნინი ბადურაშვილი, სტეფანე მღებრიშვილი, შორენა ბეგაშვილი, ნოე სულაბერიძე, მაკა ზამბახიძე, მაიკო კაჭკაჭიშვილი, რატი დურგლიშვილი, დალი ჩიტალაძე, ზალიკო ბერგერი. ასევე ცნობილი უკრაინელი მომღერლები - სვეტლანა ლობოდა და ივან დორნი - ეს სტუმრების მცირე ჩამონათვალია.

არმაზის ხეობაში საზეიმო განწყობა ლელა წურწუმიამ, სტეფანემ, მაიკო კაჭკაჭიშვილმა, სვეტლანა ლობოდამ და ივან დორნმა ცოცხალი შესრულებით უფრო აუმაღლეს სტუმრებს და ცნობილი ჰიტები გააჟღერეს.