თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. რუსთავში შაბათს აქცია-პერფორმანსი – „გავიგუდე“ გაიმართა, იწყება პირველი არხი.
აქცია ეკოლოგიურ თემატიკაზე სამოქალაქო აქტივისტებმა ქალაქში სამ ადგილზე გამართეს.
პერფორმანსის ფარგლებში რუსთავში არსებული ქარხნების მაკეტები იყო წარმოდგენილი. დამონტაჟებულ ეკრანზე კი ამ ქარხნებიდან გამონაბოლქვისა და დაბინძურებული გარემოს კადრები აჩვენეს. აქციას ველომრბოლელები შეუერთდნენ. ორგანიზატორების განცხადებით, ქარხნებს მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ რუსთავში არსებულ დაბინძურებულ ჰაერზე.
დღეს აქციის მონაწილეები უკვე მასშტაბურ აქციას საწარმო „ჯეოსთილთან“ გამართავენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების - მყარი ნაწილაკების და აზოტის დიოქსიდის - მომატებული კონცენტრაციები ფიქსირდება თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში.
კალიების შემოსევა რუსთავში - სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება >>
უწყების მიერ 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ რუსთავში ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია ნორმას არ აჭარბებს.