ყვითელი ამბები

„ცრემლებს ვერ ვიკავებ“ - რატომ აატირა მსმენელი ხატია ბუნიათიშვილმა

საფრანგეთში მოღვაწე წარმატებულმა ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა პირდაპირ ეთერში ცნობილი ფრანგები ააცეკვა
Sputnik

წამყვანი ფრანგული არხის France-2- ის პირდაპირ ეთერში მუსიკოსმა ორი ქართული მელოდია - „სულიკო“ და „ოსური“ გააჟღერა და ერთ ღამეში მთელი ინტერნეტ-სივრცე ააფეთქა. ვიდეო ხატიას დამ, გვანცა ბუნიათიშვილმა Facebook-ზე ატვირთა და მას უკვე 300 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

ხატიამ დაუგეგმავად ააცეკვა ფრანგი მსახიობი გიომ გალიენი და ტელეწამყვანი ანა-სოფი ლაპიქსი, ხოლო კულმინაციისკენ ექსპრომტად სულიკოდან მონაკვეთი დაუკრა და შეასრულა, სიმღერისას კი მას გიომ გალიენი დიდი სიამოვნებით შეუერთდა და აუდიტორიაც აიყოლია.

ვიდეოს კომენტარებში კი, უცხოელი და ქართველი თაყვანისმცემლები პოზიტიურ და სიყვარულით აღსავსე სიტყვებს არ იშურებდნენ.

„Georgian dance... Such a great moment of the evening”- ქართული ცეკვა, საღამოს ბრწყინვალე მომენტი

„Wow! That's the third time I heard Khatia in a little impromptu singing! One more talent from this classical lady! - აი, ეს მესმის! ხატიას იმპროვიზირებული სიმღერა მესამედ მესმის, ამ დახვეწილი ქალის კიდევ ერთი ტალანტი!“

„წარმოუდგენელი ამბავია! მსგავსი არაფერი ყოფილა აქამდე! ეს არის აღიარება, ქვეყნის სახელი, დაფასება და  სიყვარული!”- აღფრთოვანებას არ მალავენ მსმენელები.