მიუხედავად იმისა, რომ იურისტების ოჯახში გაიზარდა, მისმა შემოქმედებითმა უნარმა და ხელოვნებისადმი სიყვარულმა ყველა წინააღმდეგობას გაუძლო და საქართველოში სამეჯლისო ცეკვების დედოფლადაც იქცა.
სალომე ჭაჭუას პროფესიიდან გამომდინარე, სცენაზე მუდამ გამომწვევად აცვია. კლასიკური სტილი, საღამოს კაბები თუ საზეიმო ტანისამოსი მისი განუყოფელი ნაწილია. მაგრამ, როგორც სხვადასხვა ინტერვიუებიდან ირკვევა, დიდ უპირატესობას სპორტულ ტანსაცმელს ანიჭებს.
ცეკვისადმი ინტერესი საკმაოდ გვიან, 12 წლის ასაკში გაუჩნდა, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა საკუთარი სკოლა „პრაიმდენსი“ დაეარსებინა და მრავალი მოსწავლე წარმატებით გაეერთიანებინა.
2012 წელს პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის მიღების შემდეგ მის მიმართ ყურადღება არ ცხრება. დღემდე არ წყდება საუბარი მის პარტნიორებზე, გიორგი ვარდოსანიძის ცოლობასა და შემდეგ სკანდალურ დაშორებაზე.
21-ე საუკუნის ვარსკვლავები სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან და თაყვანისმცემლების სიყვარულსა და ყურადღებას კომენტარებიდან ან Instagram Story- ზე კითხვა-პასუხიდან იღებენ. მიუხედავად გადატვირთული და რთული გრაფიკისა, ასეთია სალომე ჭაჭუაც, ყურადღებას არასდროს აკლებს ფანებს.
არავის არ უკვირს ქორეოგრაფის გამომწვევი და თამამი ჩაცმულობა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ იმდენად მადისაღმძვრელი ფოტო გამოაქვეყნა, რომ მისი სხეული გულგრილს არავის დატოვებს.
სექსუალურმა და კაშკაშა სალომემ საკმარისია ერთი ილეთი შეასრულოს, სცენასა თუ ეკრანზე ცეცხლს აფრქვევს და ადამიანების გონებაში სამუდამოდ იჭრება. ასეთი იყო და არის მისი გამოსვლები „ცეკვავენ ვარსკვლავებში“. ახლა კი, პროექტ „ყველაზე ძლიერის“ შერკინებებში ისევ და ისევ ამტკიცებს, რომ ნებისყოფა და სიძლიერე მისი განუყოფელი შემადგენელი ნაწილია.