მცხეთაში ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანა ამობრუნდა

მძღოლმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, როცა მის დაჯარიმებას ცდილობდნენ.
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. მცხეთაში ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანა ამობრუნდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც შსს–ში აცხადებენ, მძღოლმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, როცა მის დაჯარიმებას ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა და მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. აღნიშნული დანაშაული 1000-დან 4000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღის ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.