მსოფლიო დღეს

Sputnik-ის ჟურნალისტმა ლონდონში მედიათავისუფლების კონფერენციაზე აკრედიტაცია ვერ მიიღო

Sputnik-მა და RT-მ Global Conference for Media Freedom-ზე აკრედიტაცია ვერ მოიპოვეს
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. სააგენტო Sputnik-ის კორესპონდენტმა ვერ მიიღო აკრედიტაცია პრესის თავისუფლების გლობალურ კონფერენციაზე (Global Conference for Media Freedom), რომელიც ლონდონში 10-11 ივლისს უნდა გაიმართოს, იუწყება РИА Новости.

„მადლობა თვენი როგორც მედიის წარმომადგენლის ინტერესისთვის Global Conference for Media Freedom-ის გაშუქებით. სამწუხაროდ, თქვენი აკრედიტაციის განაცხადი არ დაკმაყოფილდა ქვემოდ მითითებული მიზეზის გამო: ჯენის რეკომენდაცია“, - ნათქვამია გუნდის წერილში, რომელიც აკრედიტაციით არის დაკავებული.

კონფერენციის ორგანიზატორებმა ჟურნალისტს ურჩიეს განაცხადი განეახლებინა აკრედიტაციის მისაღებად და ხელმეორედ შეეტანა. კორესპონდენტმა გადაამოწმა ის და ასევე სთხოვა ორგანიზატორებს გაერკვიათ, რას ნიშნავს „ჯენის რეკომენდაცია“. მას უპასუხეს, რომ მისი თხოვნა ხელმძღვანელობას გადასცეს და „დამატებით ინფორმაციას ელოდებიან“. ასევე პირობა მისცეს, რომ უახლოეს ვადაში დაუკავშირდებოდნენ.

კიევის სასამართლომ ვიშინსკის საქმის განხილვა გადადო

გარკვეული დროის შემდეგ Sputnik-ის კორესპონდენტი დაუკავშირდა გუნდს, რომელიც ტელეფონით აკრედიტაციის საკითხებს აგვარებს, მაგრამ მათაც ვერ განუმარტეს უარის მიზეზი. ელექტრონულ ფოსტაზე მოსულ წერილში ნათქვამი იყო, რომ განაცხადი ვერ დაკმაყოფილდება, მაგრამ მიზეზი არ დასახელდა. სააგენტოს ჟურნალისტმა ოფიციალური განმარტების მისაღებად განაცხადი გაგზავნა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია.

უარი ეთქვა აკრედიტაციაზე ტელეარხ RT-საც. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს და RT-ს მთავარი რედაქტორ მარგარიტა სიმონიანის თქმით, აკრედიტაციაზე პასუხისმგებელმა თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ პრესისთვის თავისუფალი ადგილები აღარ დარჩა. რუსეთის საელჩომ ლონდონში განაცხადა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება დისკრიმინაციაა.