თბილისის წარმავალი სილამაზე - დანგრევის პირას მყოფი ძველი სახლები დედაქალაქში

Sputnik

თბილისი უძველესი ქალაქია, რომლის ისტორიაც ჩვენს ერამდე V საუკუნიდან დაიწყო. საქართველოს დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი მუდამ ვითარდება, იცვლება და იზრდება. თბილისის გულად, ტურისტების უმრავლეობისა და თბილისელების აზრით, დღემდე ქალაქის ისტორიული ნაწილი რჩება

ძველი თბილისი - ეს არის ვიწრო ქუჩები, ხის აივნები, ძველი სახლები, ისტორიული უნიკალური ნაგებობები, კოლორიტული იტალიური ეზოები, რომლებშიც უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ სხვადასხვა ხალხები.

სამწუხაროდ, ყოველ დღე ეს სილამაზე ნელ-ნელა ქრება: სახლები ინგრევა, კედლები იბზარება და იშლება, ადამიანები ამ ადგილებს ტოვებენ. Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში შეგიძლიათ იხილოთ თბილისის ეს უძველესი სახლები და დაიხსომოთ ისინი.

საქართველოს ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ძველ ქალაქს იერ-სახე შეუნარჩუნოს. ზუსტად ამ მიზანს ემსახურება თბილისის მერიისა და თბილისის განვიტაღების ფონდის მიერ 2016 წელს დაწყებული მასშტაბური პროექტი „ახალი ტფილისი“. პროექტის ფარგლებში უნდა შეიქმნას დიდი ტურისტული მარშრუტი ქალაქის ისტორიულ ნაწილში და მას უნდა დაუბრუნდეს პირვანდელი სახე.

 

1 / 15
ხეები ფაქტიურად შეეზარდა ძველ სახლს
2 / 15
ერთ-ერთი მიტოვებული სახლი ძველ თბილისში
3 / 15
თუმცა ასეთ ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშიც კი სახლები ერთგვარ სილამაზეს ინარჩუნებენ
4 / 15
ყოველ მიწისძვრაზე თუ სხვა სტიქიაზე სახლები უფრო და უფრო ზიანდება
5 / 15
ტურისტები თბილისში ასეთი სახლების ქონაზე ოცნებობენ
6 / 15
ხშირად მიტოვებულ სახლებს დაუჯერებელი ისტორიები და ლეგენდები უკავშირდება
7 / 15
ძველი შენობების ჩონჩხები და აყვავებული ღობეები - თბილისის ქუჩებში ხშირად იხილავთ მსგავსს
8 / 15
ლამაზი ხის აივნები - საქართველოს დედაქალაქის განუყოფელი ნაწილია
9 / 15
ამ ფანჯრიდან უკვე დიდი ხანია არავის გაუხედავს
10 / 15
ძველი სახლების ფონზე ჩანს ქართველი ოლიგარქისა და ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია
11 / 15
ასეთი სახლების ძირში ყოველდღე უფრო საშიშია სიარული
12 / 15
ავარიული სახლები შემოსაზღვრულია, მსგავსი შენობები ნებისმიერ დროს შეიძლება დაინგრეს
13 / 15
მიუხედავად სიძველისა და დაზიანებისა, მათ არ დაუკარგავთ ორიგინალურობა და ხასიათი
14 / 15
ბზარები კედლებში, დახრილი აივნები - ეს სახლები ძალიან ლამაზები და საშიშებია
15 / 15
თბილისში ასეთი სახლი უამრავია: ზოგიერთს რესტავრაცია ჩაუტარდება, ზოგიც დაინგრევა