ტოჩინოშინი ივლისის ბაშოში მონაწილეობის მიღებას შეძლებს

ივლისის ნაგოია-ბაშო 7-დან 21 ივლისამდე გასტანს. ტოჩინოშინის გარდა ტურნირში კიდევ სამი ოძეკი მიიღებს მონაწილეობას: ტაკაიასუ, გოეიდო და ტაკაკეისე.
Sputnik

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, როგორც ჩანს, შეძლებს მონაწილეობის მიღებას ივლისის ნაგოია-ბაშოში, რის შესახებაც სპორტსმენმა თავად განუცხადა იაპონურ გამოცემა Hochi News-ს. 

„რამდენიმე დღის წინ ვარჯიშზე მიღებულმა ტრავმამ ძალიან გამანერვიულა. ვფიქრობდი, რომ რახან ბაშო უკვე მალე იწყება, მხარის ტრავმის მორჩენას ვერ მოვასწრებდი. მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა და ბაშოს ოპტიმალურ ფორმაში ვხვდები“, — თქვა ტოჩინოშინმა გამოცემასთან ინტერვიუში.  

ივლისის ნაგოია-ბაშო 7-დან 21 ივლისამდე გასტანს. ტოჩინოშინის გარდა ტურნირში კიდევ სამი ოძეკი მიიღებს მონაწილეობას: ტაკაიასუ, გოეიდო და ტაკაკეისე.

შეჯიბრების პირველ დღეს ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა სიოდაიემს შეხვდება.