თბილისი სინათლის ფესტივალს   მასპინძლობს

თბილისის სინათლის ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება.  
Sputnik

თბილისი, 5 ივლისი  — Sputnik. საქართველოს დედაქალაქი  ცნობილი სინათლის ფესტივალს პირველად მასპინძლობს, იუწყებიან ორგანიზატორები.

ორდღიანი ფესტივალი დღეს, 19:00 საათზე გაიხსნა და 01:00 საათამდე გაგრძელდება. საფესტივალო აქტივობები, ხვალ, 6 ივლისსაც ანალოგიურ დროს გაიმართება. 

თბილისში ღამის ცხოვრებას ქალები მართავენ – ბრიტანელი რეჟისორის ფილმი თბილისზე

ფესტივალი თბილისის ბოტანიკურ ბაღში  თეატრალიზებული, ცეცხლოვანი შოუთი გაიხსნა.  ღონისძიების ფარგლებში, ბაღი სხვადასხვა ტიპის განათებით, პროექციით, ლაზერებითა და მასშტაბური ინსტალაციებით გაფორმდა.

 ღონისძიებაზე სანახაობრივი, შთამბეჭდავი გარემო შექმნეს მოწვეულმა დიჯეიმ, ჟონგლიორებმა და აფრიკული დასარტყამი ინსტრუმენტებით წარმოდგენილმა მუსიკოსებმა.

თბილისის სინათლის ფესტივალში ცნობილი კომპანიები მონაწილეობენ , რომლებიც დამთვალიერებელს საინტერესო სანახაობას სთავაზობენ.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი და „ბოქს მედია გრუპი'' . მხარდამჭერი კი  ქალაქ თბილისის მერიაა.

თბილისის სინათლის ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება.