საქართველოს ნაკრების მეკარე ახალ კლუბში გადავიდა

კონტრაქტი 2021 წლამდე გაფორმდა
Sputnik

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი გოლკიპერი გიორგი ლორია კარიერას კვიპროსის „ანორთოსისში" გააგრძელებს, ნათქვამია გუნდის განცხადებაში.

ფამაგუსტის კლუბსა და 33 წლის ქართველ მეკარეს შორის ხელშეკრულება 2021 წლამდეა გათვლილი. გარიგების თანხა უცნობია.

„პირველი შთაბეჭდილება ნანახზე ძალზე დადებითია. „ანორთოსისი" კარგი კლუბია და ვფიქრობ, აქ ყველაფერი გამომივა. ჩვენი მთავარი მიზანია, საუკეთესო ვიყოთ ლიგაში და ჩემპიონები გავხდეთ. უკვე ვივარჯიშე და როგორც მივხვდი, აქ გულშემატკივარი - დიდი ძალაა და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. იმედი მაქვს, თითოეული ჩვენგანი კლუბისთვის ყველაფერს გააკეთებს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და დასახულ მიზანს ერთად უნდა მივაღწიოთ", - განაცხადა ლორიამ კლუბის პრეს-ცენტრისთვის მიცემულ პირველ ინტერვიუში.

ლორია 2018-2019 წლების სეზონის მეორე ნახევარში გერმანული „მაგდებურგის" კარს იცავდა. მანამდე გამოდიოდა სამარას „კრილია სოვეტოვში", მაჰაჭყალის „ანჟიში" საბერძნეთის „ოფისა" და თბილისის „დინამოში".

საქართველოს ნაკრებში ლორიამ 51 მატჩი ჩაატარა.