ნანუკა გოგიჩაიშვილი: გოგიჩამ ძალიან გვანერვიულა...

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი მამაზე, გიორგი გოგიჩაიშვილზე საუბრობს.
Sputnik

„თავისი ავადმყოფობის გამო ძალიან გვანერვიულა, მაგრამ ისევ თვითონ გადაგვატანინა ის პერიოდი. სულ ვხუმრობდით, ვცეკვავდით... თუმცა მაინც ძალიან მიჭირს ამ პერიოდზე საუბარი. მაშინ იტალიაში ვიყავი და რომ ჩამოვედი, მაშინ გავიგე რაც სჭირდა“, – იხსენებს ნანუკა.

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი, იგივე „გოგიჩა“ 4 ივლისს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტელეწამყვანს რამდენიმე წლის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.