მსოფლიო დღეს

ლუკაშევიჩი თბილისს მოუწოდებს, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება

ეუთოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის მოწოდება უწყების ოფიციალურ „ტვიტერზეა“ გამოქვეყნებული.
Sputnik

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ეუთოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა მოუწოდა თბილისს, დაიცვას საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ჟურნალისტების უსაფრთხოება.

„რეპორტიორების უსაფრთხოების დაცვა საქართველოს ხელისუფლებასაც კი არ შეუძლია. მოვითხოვთ თბილისისგან, უზრუნველყოს ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი ჟურნალისტების უსაფრთხოება. ეუთოს წარმომადგენლის ოფისმა მედიის თავისუფლების საკითხებში თვალყური უნდა მიადევნოს თავდასხმის შემთხვევებს ყველა წევრ ქვეყანაში“, — განაცხადა ლუკაშევიჩმა.

ეუთოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოწოდება უწყების ოფიციალურ „ტვიტერზეა“ გამოქვეყნებული.

​ლუკაშევიჩის მოთხოვნა იმ საპროტესტო აქციებს უკავშირდება, რომელიც თბილისში 20-21 ივნისს დაიწყო და დღემდე გრძელდება.