ხმალაძე: კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს აუცილებელია სწორი კვება და ზომიერების დაცვა

გასტროენტეროლოგი ირაკლი ხმალაძე, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემებზე
Sputnik

 

„საერთოდ ძირითადი პრობლემა არის ზომიერების არ დაცვა. რატომღაც ყველას გონია, რომ ამ დროს ან უნდა იშიმშილოს, ან რაღაც უნდა ამოიღოს რაციონიდან. ორგანიზმისთვის ყველაფერი საჭიროა, ოღონდ ცოტა რაოდენობით. მაგალითად წიწაკა, ყველამ იცის, რომ მისი გადაჭარბებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს წყლულოვანი დაავადებები, თუმცა მწვანე წიწაკაში არის დიდი რაოდენობით ვიტამინები. იგივე ხახვი, ნიორი, ბევრ ვიტამინს შეიცავს, მაგრამ მათი გადაჭარბებით მიღება საზიანოა ორგანიზმისთვის“, ამბობს ხმალაძე.

როგორც გასტროენტეროლოგმა აღნიშნა, კუჭ-ნაწლავის პრობლემების  დროს აუცილებელია სწორი კვება, რადგან მხოლოდ მედიკამენტები ვერ მოაგვარებს პრობლემას.