გვარჯალაძე: ბოლოს მაგრად ვიჩხუბეთ, ისე მინდოდა ლენოს ჩახუტება...

მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე შვილს, ლენო გვარჯალაძეს იხსენებს.
Sputnik

„ძალიან რთული იყო ლენო, იმიტომ რომ იყო განსხვავებული. ჩვეულებრივი, მიღებული წესებით მასთან ურთიერთობა არ გამოდიოდა. ვერ შევთანხმდით რაღაცებზე, ღამე სახლიდან გასვლებზე, ტელეფონის გამორთვაზე... ბოლოს მაგრად ვიჩხუბეთ. მე წამოვედი სტუდიაში. სახლიდან გასვლის წინ ნინის ჩავეხუტე, ლულუს... ისე მინდოდა ლენოს ჩახუტება. მინდოდა მეთქვა, ნუ გეშინია, მა, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ მალე გადავლახავთ ამ ერთ-ორ კრიზისულ წელს... ვერ მოვითმინე და მის მაგივრად ნინის ჩავეხუტე მეორედ“, – იხსენებს გიორგი გვარჯალაძე.

მუსიკოსის თქმით, მის შვილს ჰქონდა სუიციდური მიდრეკილებები, თუმცა ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ამას მართლა გაბედავდა.

მე-9 კლასელმა ლენო გვარჯალაძემ ცოტა ხნის წინ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.