კალიფორნიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში უძლიერესი მიწისძვრა მოხდა

Sputnik

ხუთშაბათს კალიფორნიის სამხრეთში 6,4 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრებში სტიქიის შედეგები.

მიწისძვრის ეპიცენტრი ლოს-ანჯელესიდან 196 კილომეტრში, ქალაქ რიჯკრესტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 18 კილომეტრის დაშორებით, 8,7 კილომეტრის სიღრმეზე. ბიძგები იგრძნობოდა ლას-ვეგასშიც. გარდა ამისა, ყველაზე ძლიერ ბიძგს ოთხი შედარებით სუსტი აფთერშოკი მოჰყვა.

მომხდართან დაკავშირებით შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

Los Angeles Times-ის მონაცემებით, ბოლო ძლიერი მიწისძვრა სამხრეთ კალიფორნიაში 1994 წელს მოხდა. მაშინ სიმძლავრემ 6,7 ბალს მიღწია, რასაც რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

1 / 12
კალიფორნიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
2 / 12
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 4 ივლისს დილის 10:30 საათზე დაარეგისტრირეს
3 / 12
მიწისძვრის სიმძლავრე 6,4 ბალს შეადგენდა
4 / 12
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქი რიჯკრესტიდან 18 კილომეტრში მდებარეობდა
5 / 12
მიწისძვრის ეპიცენტრი 8,7 კილომეტრის სიღრმეზე იყო
6 / 12
მომხდარის გამო ადგილობრივი საავადმყოფოდან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
7 / 12
მიწისძვრამ ნგრევა და ზოგგან ხანძარი გამოიწვია
8 / 12
სახანძრო სამსახურის განცხადებით, ხანძრის ჩაქრობისას რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო
9 / 12
დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა
10 / 12
ასეთი სიძლიერის მიწისძვრა ბოლოს კალიფორნიაში 1994 წელს მოხდა
11 / 12
მაშინ მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,7 ბალი შეადგინა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
12 / 12
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკვე შეატყობინეს მომხდარის შესახებ. Twitter-ის საკუთარ გვერდზე მან აღნიშნა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება