თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ქართველმა რაგბისტმა რევაზ ბროძელმა, რომელიც მოსკოვულ კლუბ Слава-ში თამაშობს, განაცხადა, რომ ბედნიერია რუსეთში თამაშით. პორტსმენის ოფიციალური განცხადება გუნდის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.
„მესმის, რომ რაგბის მოედანზე მთავარი თამაშია და დაუშვებელია ჟესტები, რომლებიც შეიძლება არასწორად იყოს გაგებული“, — განაცხადა ბროძელმა.
მისი თქმით, მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდება.
„ბედნიერი ვარ რუსეთში თამაშით. ვფიქრობ, რომ პარტნიორებთან საერთო ენა გამოვნახე. გუნდმა კარგად „აკრიფა სვლა“ და მინდა, რომ რუსეთის ჩემპიონატის მედლებისთვის ბრძოლა სწორედ აქ განვაგრძო“, — ამბობს ქართველი რაგბისტი.
ამ განცხადებით ბროძელმა ამომწურავი პასუხი გასცა ისტორიას, რომელსაც ბოლო დღეებში აქტიურად განიხილავდა მედია.
აჟიოტაჟის მიზეზად ქართველი სპორტსმენების, რევაზ ბროძელისა და საბა ილურიძის ის ჟესტი იქცა, რომელიც მათ ყუბანის გუნდთან თამაშის დროს აჩვენეს: მათ ხელით ცალი თვალი დაიფარეს და ასე გამოხატეს ქართველი ხალხისადმი თანადგომა.