ყვითელი ამბები

„მე და ჩემი საცოლე“ – ზალიკო ბერგერმა მომავალი ცოლის ფოტო გამოაქვეყნა

დიზაინერი ზალიკო ბერგერი დიდი ხანია სასურველი სასიძოა. დედა და უახლოესი მეგობრები უკვე ორი ათეული წელია მის გაბედნიერებას ელოდებიან.
Sputnik

ქარიზმატული ზალიკო ხეცურიანის პირადი ცხოვრება მუდამ განხილვის საგანია. განათლებით ფილოსოფოსი და სოციოლოგი სასურველი სასიძოა, მაგრამ დაოჯახებული არასდროს ყოფილა. მისი ცხოვრება ეპატაჟურობით, ალკოჰოლითა და ღამის ცხოვრებითაა მოცული.

ქართული ბომონდის ყველაზე ხმაურიანი და კაშკაშა ვარსკვლავი ასაკს ყოველთვის მალავს, როგორც თვითონ ამბობს, არ უნდა დაბერება და ამაზე ფიქრიც კი აშინებს.
„სიბერე ძალიან მაშინებს. 90 წლის რომ გავხდები და ენერგიული არ ვიქნები... ამაზე ფიქრიც მაფრთხობს...“ - ამბობს ზალიკო.
სულ ცოტა ხნის წინ კი სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა წარწერით „მე და ჩემი საცოლე“, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ფოტოს უამრავი მხიარული კომენტარი მოჰყვა. ოჯახის წევრები, ცნობილი ვარსკვლავები და თაყვანისმცემლები – ყველა ულოცავს წყვილს. ზალიკო ბერგერის რჩეული კი წარმატებული ქართველი რესტორატორი და ღონისძიებების მენეჯერი თაკო დოლაბერიძე აღმოჩნდა.
როგორც ზალიკო ხეცურიანს შეეფერება, მეგობრებიც სწორედ ასე მხიარულად მიუდგნენ მის პოსტს.
„ქორწილს ზუგდიდში გადაგიხდით“, „ზალიკო, რაღა დროს „საცოლეა“, ცოლი დაგვანახე“, „სად ხართ? უკვე თაფლობისთვე გაქვთ?“, „გავხართ ერთმანეთს, ფერი ფერს და მადლი ღმერთს!“ – წერენ ზალიკოს მეგობრები და თაყვანისმცემლები. ჯერ კიდევ გაურკვეველია, არის თუ არა ქართველი ივენთმენეჯერი თაკო დოლაბერიძე ზალიკო ბერგერის ოჯახის ახალი წევრი, მაგრამ აშკარაა, ყველა მოვლენების განვითარებას ელოდება.