ხანძარი ვახუშტის ხიდთან: ცეცხლი ბენზინგასამართი სადგურის უშუალო სიახლოვეს გაჩნდა

ვახუშტის ხიდზე შესასვლელი საგანგებო სიტუაციის გამო გადაიკეტა
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ორი სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული ოთხშაბათს საღამოს ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე - ცეცხლი ეკიდა სამშენებლო მასალას და მშენებარე ეკლესიის ტერიტორიაზე ხის ნაგებობას, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

ხანძარი ვახუშტის ხიდთან: ცეცხლი ბენზინგასამართი სადგურის უშუალო სიახლოვეს გაჩნდა

ამჟამად მიმდინარეობს აალების მიზეზების დადგენა. მეხანძრეების ოპერატიული მუშაობის შედეგად აღიკვეთა სერიოზული ხანძარი: ამ ტერიტორიის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს ბენზინგასამართი სადგური და საცხოვრებელი სახლები.

ხანძარი ვახუშტის ხიდთან: ცეცხლი ბენზინგასამართი სადგურის უშუალო სიახლოვეს გაჩნდა

ორ მანქანას ხანძრის ჩასაქრობად დაახლოებით 10 წუთი დასჭირდა. წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.