თბილისში უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა

აქამდე უბილეთოდ მგზავრობა, ან 10-დან 16 წლამდე მგზავრის უბილეთოდ გადაყვანა 5 ლარით ჯარიმდებოდა.
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. დღეიდან თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა გაიზარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

როდის უნდა შეიძინოთ თბილისში ავტობუსით მგზავრობისას ბილეთი

საქართველოს პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებებს მხარი მაისის ბოლოს დაუჭირა.

ცვლილების თანახმად, უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება საურავს, რომელიც 30 დღის განმავლობაში ჯარიმის გადაუხდელობისთვის მოქმედებს, ის შემცირდა და 50 ლარის ნაცვლად 40 ლარი გახდა.

დღემდე უბილეთოდ მგზავრობა, ან 10-დან 16 წლამდე მგზავრის უბილეთოდ გადაყვანა 5 ლარით ჯარიმდებოდა, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი თანხა 50 ლარამდე იზრდებოდა.

გარდა ამისა, სიახლეა ბილეთის აღების წესშიც: მგზავრი ვალდებულია ბილეთი მგზავრობის დაწყებისთანავე აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კონტროლიორის მიერ მგზავრობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დაჯარიმდეს.