ქართველი სპორტსმენი ფეხით არყის ბოთლის თავსახურს ხსნის – ახალი ჩელენჯის ვიდეო

ბოთლის ფეხით გახსნის ჩელენჯში ქართველი გიგა ჭიკაძეც წარმატებით ჩაერთო.
Sputnik

სოციალურ ქსელში ახალი ფლეშმობი გამოჩნდა – Bottle cap challenge, რომლის მონაწილენი ბოთლის სახურავს ფეხით ხსნიან და შემდეგ ამის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებენ ჰეშტეგით #bottlecapchallenge.

ტრიუკი წარმატებით უკვე შეასრულა შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემაც.