ყვითელი ამბები

„ვცდილობ, კანონი არ დავარღვიო, მაგრამ ამ ვითარებაში იძულებული ვარ...“ – ნინი ბადურაშვილი

მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში თავის გულისტკივილთან დაკავშირებით წერს.
Sputnik

მომღერალი ნინი ბადურაშვილი თბილისის მერიას მიმართავს და სთხოვს, გაითვალისწინონ საპარკინგე ადგილები, ან შეამცირონ ჯარიმები არასწორი პარკირებისთვის.

ვისთვის იქნება საათობრივი პარკირება ფასიანი და ვისთვის – უფასო

მომღერალი ფიქრობს, რომ დედაქალაქს ძალიან ბევრი მაცხოვრებელი ჰყავს და, შესაბამისად, მანქანაც ბევრი დადის, რაც ავტომანქანის პარკირებას პრობლემას უქმნის.

„ან შეგვიქმენით პირობა იმისა, რომ პარკირება იყოს შესაძლებელი, ან კიდევ ცოტა ჯარიმებს მოუკელით, რადგან ჩემი, ისევე როგორც სხვების ალბათ ხელფასის დიდი ნაწილი მიდის ჯარიმების გასტუმრებაში. არადა, ვცდილობ, კანონი არ დავარღვიო, მაგრამ ამ ვითარებაში ხანდახან იძულებული ვარ“, – წერს ნინი ბადურაშვილი.