ჩვენი რუბრიკის მეშვეობით თქვენ მიიღებთ უამრავ საინტერესო რჩევას, როგორ იმოგზაუროთ მაქსიმალურად მცირე დანახარჯებით.
დღევანდელ რუბრიკაში წარმოგიდგენთ ჩეხეთის უმშვენიერეს დედაქალაქს — პრაღას. პრაღას ტყუილად არ ეძახიან ზღაპარ-ქალაქს, ის მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქადაა მიჩნეული. ის ჩეხეთის რესპუბლიკის უდიდესი ურბანული ცენტრია, სადაც დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
პრაღას „ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპიროს“, „ოქროს ქალაქს“, „ქალაქთა დედას“ და „ევროპის გულს“ უწოდებენ. 1992 წლიდან კი პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.