ყვითელი ამბები

„და, აი, დადგა ის დღეც, როცა უარი მხეთქეს...“ – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში საკუთარ გულისტკივილს საზოგადოებას უზიარებს.
Sputnik

ახალი საბანკო რეგულაციების გამო ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას სესხზე უარი უთხრეს. ამის თაობაზე ცნობილი ჟურნალისტი თავად წერს სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, კარგი გადამხდელია, ამიტომ უკვირს, რატომ არ მისცეს მცირე სესხი. ახალი რეგულაცია კი, მისი აზრით, ბიზნესსაც აზარალებს და მომხმარებელსაც.

ოთხი თვის მონაგარი, ანუ საბანკო რეგულაციები ციფრებში...

„და აი დადგა ის დღეც, როცა მათ რიგებს შევუერთდი, ვისაც ამ იდიოტური საბანკო რეგულაციების გამო განვადებებზე და მცირე სესხებზე უარი მხეთქეს. ვაი თქვენს პატრონს, ეს საბანკო რეგულაციები ვის თავშიც მოიხარშა. აბდაუბდა ქვეყანა“, – წერს ინგა გრიგოლია.

ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები 2018 წლის ნოემბერში ამოქმედდა კომერციული ბანკებისთვის. ცოტა მოგვიანებით კი, იანვრიდან ახალი რეგულაციები დაინერგა ყველა საკრედიტო ორგანიზაციისთვის. ამ რეგულაციებით გამკაცრდა ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის პირობები.