„თურქეთის კლინიკაში გადავიღეთ...“ – „გოგიჩას“ ბოლო ფოტო

დღეს ცნობილი ქართველი ტელეწამყვანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
Sputnik

51 წლის მსახიობისა და ტელეწამყვანის გიორგი გოგიჩაიშვილის უკანაკსნელ ფოტოს ტელეკომპანია Rustavi 2-ის ჟურნალისტი ავთო გვასალია სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ჟურნალისტი წერს, რომ ამ დროს მსახიობი შედარებით უკეთ იყო და თურქეთის კლინიკაში მკურნალობდა.

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი დღეს გარდაიცვალა. ტელეწამყვანს რამდენიმე წლის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 2017 წელს ოპერაციაც გაიკეთა სტამბულში და თავს უკეთ გრძნობდა, თუმცა ბოლო პერიოდში მდგომარეობა დამძიმდა.

გიორგი გოგიჩაიშვილი ცნობილი მოდელების ნინის და ნანუკას მამაა. მისი მეუღლე ნათია ბანძელაძე კი პროფესიით ჟურნალისტი, პრეზიდენტის ყოფილი პრეს-სპიკერია.